IVF (ინ-ვიტრო განაყოფიერება) რევოლუციური ხელშემწყობი რეპროდუქციული ტექნოლოგიაა, რომელიც იმედს აძლევს იმ ადამიანებს, ვინც უშვილობასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე დგანან. HEAL-ში გვესმის ის ფიზიკური და ემოციური ტვირთი, რომელიც უნაყოფობასთან არის ასოცირებული, ამიტომ ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დაგიჭიროთ და გაგიძღვეთ ამ პროცესის თითოეულ ნაბიჯზე.
რა არის IVF?
IVF გულისხმობს ლაბორატორიულ პირობებში სხეულის გარეთ სპერმით კვერცხუჯრედის განაყოფიერებას. განაყოფირების შედეგად მიღებული ემბრიონი/ემბრიონები ფრთხილად შეყავთ საშვილოსნოში, სადაც ის გადაიზრდება ჯანსაღ ორსულობაში.
რატომ უნდა აირჩიოთ IVF?
IVF გთავაზობთ განაყოფიერებასთან დაკავშირებული პრობლემების, როგორებიცაა: დაბლოკილი მილები, სპერმის მცირე რაოდენობა, ენდომეტრიოზი და აუხსნელი უნაყოფობა, გადაჭრის სხვადასხვა გზას. HEAL-ის პარტნიორ კლინიკაში გამოცდილი პროფესიონალთა გუნდი შეადგენს პერსონალურ მკურნალობის გეგმას, რომლებიც იქნება აბსოლუტურად თქვენს საჭიროებებზე მორგებული, რათა გაიზარდოს წარმატების შანსი.
HEAL-ში ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ თქვენს კომფორტს, უსაფრთხოებასა და წარმატებას IVF (ინ-ვიტრო განაყოფიერების) მოგზაურობის დროს. თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებები, უახლესი ტექნოლოგია და თანაგრძნობიანი/გულისხმიერი მზრუნველობა უზრუნველყოფს, რომ თქვენ თითოეულ ეტაპზე მიიღოთ უმაღლესი სტანდარტების მკურნალობა და მომსახურება.